logo_geo
ხათუნა ხოფერია: ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ენმ-ის ლიდერების თავზე დიდი კითხვის ნიშანია დასმული
- +

21 მარტი. 2017. 16:16



საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ხოფერიას შეფასებით, აქცია, რომელიც ვანდალიზმში გადაიზარდა, „ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი იყო. ხოფერიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, რადგან ვერ გათვალა, თუ როგორ მოიქცეოდა შინაგან საქმეთა მინისტრი.


„მათთვის, მათი მენტალიტეტიდან, მათი წარსულიდან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო, რომ არ ყოფილიყო გამოყენებული აგრესიული ძალა სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.


აქვე ხოფერიამ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა:


„ნუ გამოჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერები ამ ფაქტების შეფასებისას ექსპერტებად", - აღნიშნა მან.




 

big_banner
არქივი