logo_geo
სოფო კილაძე: ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ უტიფრად, ნარკოტიკების ჩადებაზე!
- +

23 მარტი. 2017. 03:04


 

„ახლა ვუსმენდი ქალბატონ ელენეს და მეგონა, რომ თავის თავს და თავის გუნდს ელაპარაკებოდა, როდესაც ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


„ჩემთან, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უამრავი ადამიანი მოდის, რეპრესირებულები თქვენს დროს, თქვენი პოლიციის მიერ, მოდის და ჩივიან სწორედ იმაზე, რომ წლები ადამიანებმა გაატარეს სწორედ ამ ნარკოტიკების ჩადების გამო საპატიმროებში და იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომლებიც იყო თქვენს დროს.

 

თქვენგან განსხვავებით, დღეს თუ ვინმე რამეს დააშავებს, ჩვენი გუნდი მთლიანად, ჩვენი პრემიერის ხელმძღვანელობით და მეც, რა თქმა უნდა, როგორც ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი, ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა ადამიანი და არაერთი გინახავთ არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს, თუ ვინმე რამეს დააშავებს, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებთ ჩვენ თქვენგან განსხვავებით. ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ, მართლა უტიფრად, ნარკოტიკების ჩადებაზე. ყველაფერი შეიძლება თქვას ადამიანმა, როგორ უპასუხისმგებლო განცხადებებსაც ვისმენთ და მართლა, ზოგიერთი ადამიანი რომ გაექცეს პასუხისმგებლობას, ამიტომ აკეთებს რაღაც განცხადებებს, მაგრამ თუ ვინმე რამეს დააშავებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე", - მიმართა სოფო კილაძემ ელენე ხოშტარიას.


 

big_banner
არქივი