logo_geo
„რაც მთავარია, დაინგრა ძველი სასჯელაღსრულების მთავარი სიმბოლო ე.წ. კარანტინის ვიწრო საკნები“
- +

24 მარტი. 2017. 00:13



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, წარმოდგენილი ინიციატივები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ევროპის მოწინავე სისტემების გვერდით აყენებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპელი ექსპერტები სწორად აღნიშნავდნენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. მან წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს  პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და  არსებულთან თვალსაჩინო განსხვავებაზე მიუთითა. მისი შეფასებით, მაშინ, როცა 6 წლის წინ ყველა საუბრობდა სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ სასჯელაღსრულების სისტემაში, დღეს მსჯელობა  მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე; ღია ტიპის დაწესებეულებების შექმნაზე, სადაც განათლება, დასაქმება და შაბათ-კვირას სახლში წასვლაც კი არის შესაძლებელი; შინაპატიმრობის სერვისზე; ელექტრონულ მონიტორინგსა და წიგნებზე. მან სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გუნდის მიერ წლების მანძილზე გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში მოგვარდა გადატვირთულობის პრობლემა, გაუქმდა დაწესებულებები, რომელიც კრიტიკის საფუძველი იყო წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშებში; აშენდა ახალი დაწესებულებები, რამდენიმე  კი, კაპიტალურად გარემონტდა.


„რაც მთავარია, გაუქმდა, დაინგრა ძველი სასჯელაღსრულების მთავარი სიმბოლო ე.წ. კარანტინის ვიწრო საკნები, განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და სწორედ კახიშვილის მინისტრობის პერიოდში, დაფიქსირდა სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდიალიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ათასობით პატიმარმა მიიღო იგივე სამედიციონო მომსახურება, რასაც მოქალაქეები სამოქალაქო კლინიკებში იღებენ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და ხაზი გაუსვა პატიმართა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოს სამკურნალო პროგრამებს.


 

big_banner
არქივი