logo_geo
ირმა ინაშვილი: კახიშვილი ძალიან მაღალი კლასის მინისტრია!
- +

24 მარტი. 2017. 01:31


 „დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემის ჰუმანიზაციაზე მე ბედნიერი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციაში ვართ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც რაღაც კარგი ხდება ის ხმამაღლა არ აღიარო. მე მიხარია, რომ დღეს ამ სისტემის ჰუმანიზაციის შესახებ ვისმენ ძალიან საინტერესო ფაქტებს. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება", - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა შეაფასა. როგორც ინაშვილმა 23 მარტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „საქართველოს პატრიოტები" აღნიშნულ რეფორმას და პირადად მინისტრს, კახა კახიშვილს მხარს უჭერენ.  



„ჩვენი გუნდი „საქართველოს პატრიოტები" ამ რეფორმას მხარს ვუჭერთ. პირადად მინისტრს ვუჭერთ მხარს, რომელიც არის ჩვენი თანამებრძოლი. კახიშვილი არის ძალიან მაღალი კლასის მინისტრი, კომპეტენტური ადამიანი იშვითობაა ასეთი რამ, მაგრამ კარგია, რომ კახა კახიშვილის სახით გვყავს ასეთი მინისტრი.

 

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პარლამენტის წევრი, გნებავთ, როგორც ვიცე-სპიკერი უაღრესად ვაფასებ ამ რეფორმას. იცოდეთ, რომ ჩვენი სახით ამ რეფორმას ერთგული მხარდამჭერი ჰყავს", - განაცხადა ინაშვილმა.


 





 

big_banner
არქივი