logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომლის შეცვლა, სამწუხაროდ, არაფერს აღარ შეუძლია
- +

25 მარტი. 2017. 22:36



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. აქვე, თალაკვაძემ აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 11 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.


„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომლის შეცვლა, სამწუხაროდ, არაფერს აღარ შეუძლია. მთელი გულით ვიზიარებ იმ მწუხარებას, რომელიც დღეს მათ ოჯახში არის. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ეს ჩვენთვის, თითოეული პარლამენტის წევრისათვის სტატისტიკაზე გაცილებით მეტია და ბუნებრივია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რადგან პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის სამართლიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. მინდა, ვუთხრა მათ, რომ საქართველოში სტატისტიკური ტენდენცია ასეთია: 2008 წელს საგზაო შემთხვევებით გვყავდა 867 გარდაცვლილი ადამიანი, 2009 წელს - 741 და 2012 წელს - 605 გარდაცვლილი. 2015 წელს ეს მაჩვენებელი არის 602 და 2016 წელს - 581", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 


 

big_banner
არქივი