logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ნამდვილად მოკლევადიანი ვიზიტით მიეგზავრებოდეს
- +

28 მარტი. 2017. 01:35



საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის წევრ ქვეყნებში სამოგზაუროდ უნდა დაიცვან.


„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ნამდვილად მოკლევადიანი ვიზიტით მიეგზავრებოდეს და მისი სურვილი იქ დარჩენა არ იყოს. მისი ვიზიტი უნდა ემსახურებოდეს იმ დაშვებულ საქმიანობას, თუ მიმართულებას, რომელიც შეიძლება მხოლოდ 90 დღის განავლობაში განხორციელდეს. თუ ადამაინი ამ მიზნობრიობაში დარწმუნებულია, ის თავისუფლად შეძლებს ამის ახსნას საზღვარზე და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენსაც. დოკუმენტაცია არის ის, რაც მოეთხოვებდა ასევე ვიზის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერ დროს მესაზღვრეს ჰქონდა უფლება, დაესვა კითხვა, სად მიემგზავრებით, რა მიზნით მიემგზავრებით, ვისთან მიემგზავრებით, როდის ბრუნდებით, გაქვთ თუ არა შესაბამის ფინანსური სახსრები იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც დაგეგმილი გაქვთ თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყოფნის, უზრუნველყოთ საკუთარი თავის გატანა. შესაბამისად, არანაირ დამატებით მოთხოვნებზე საუბარი არ არის. დღესაც იგივე დასაბუთებაა საჭირო.

 

ამისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, არსებობდეს ინფორმაცია, თუ სად დარჩებით, რომელ სასტუმროში და შესაბამისი ჯავშანი ან გადახდის ფურცელი არსებობდეს. ასევე მნიშვნელოვანია დაზღვევა...ჯარიმა იმ შემთხვევაში ეკისრებათ, თუ ვადები იქნება დარღვეული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე ვადებს გაუფრთხილდეს. თუ ვადა დაირღვევა და დეპორტაცია მოხდება, ამ შემთხვევაში მას ხუთი წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება აეკრძალება. ამიტომ ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინნასური 3 ათას ევროზეა საუბარი, ასევე ის, რომ ხუთი წლის განმავლობაში ვერ დაბრუნდებით, ამიტომ მიზანშეწონილია ყველა კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს მხოლოდ იმ ვადით, რა ვადაც დაშვებულია მოკლევადიანი ვიზიტისთვის", -განაცხადა ჯანელიძემ.   


 

big_banner
არქივი