logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: მოგიწოდებთ, შევაყვაროთ საქართველო ჩვენს ევროპელ მეგობრებს
- +

28 მარტი. 2017. 02:43



საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს  მოქალაქეებს 28 მარტს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას აძლევს და მათ მოუწოდებს, ევროპელ მეგობრებს საქართველო შეაყვარონ.

 

„ჩვენ ვაგრძელებთნ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაძლო რისკებისა და პოტენციური საფრთხეების მაქსიმალურად შემცირებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ფართოსასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის მთავრობის ინიციატივა და პირადად, არაერთ შეხვედრას ვმართავ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქეებში მოქალაქეების ინფორმირების მიზნით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საერთო წარმატებას და მოგიწოდებთ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავი და შევაყვართ საქართველო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რადგან საქართველო ევროპული ცივილიზაციის ბუნებრივი ნაწილია",- განაცხადა ჯანელიძემ.


 

big_banner
არქივი