logo_geo
გიორგი ვოლსკი: მუდმივად შეტევა მიმდინარეობს კონკრეტულ ადამიანზე - ბიძინა ივანიშვილზე!
- +

7 აპრილი. 2017. 21:07



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ვიცე-სპიკერების ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მუდმივად შეტევა მიმდინარეობს კონკრეტულ ადამიანზე - ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს და გამოიყვანოს იმ უმსგავსობიდან, რასაც ადგილი ჰქონდა. მისივე თქმით დღეს არც პრეზიდენტის მოხსენებაში და არც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ყოფილა საუბარი იმაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია.


„ჩვენი ოცნება სხვა ოცნებებთან ერთად არის ის, რომ ამ დარბაზში თანამოაზრეთა დიდი გუნდი მსჯელობდეს ამა თუ იმ საკითხზე დაპირისპირებული მოსაზრებებით, თუმცა, თანამოაზრეები იყვნენ იმაში, რომ საქართველომ გაიმარჯვოს.

 

დღეს რეალურად ვხედავთ შემდეგ სურათს - სპეკულაცია, დაპირისპირებები, ჩასაფრება, სოციალური პრობლემებით მანიპულირება, რომელთა შემქმნელიც რეალურად თავად ის ხალხია, რომელიც დღეს ჩვენ ამ პრობლემებზე გვესაუბრება.

 

სამწუხაროა, რომ სიღრმისეულად ქვეყნის წინაშე მდგარი ეს რეალობა არ არის შეფასებული დღევანდელ მოხსენებაში", - განაცხადა ვოლსკიმ.



 

big_banner
არქივი