logo_geo
კახა კალაძე: ჩემი ხელფასი წლიურად 6 მილიონს შეადგენდა და ამ თანხების სწორად მიმართვა შევძელი
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:02



მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი და გამაჩნია იმის ინტელექტი, რომ სწორად მიმემართა თანხები და დღეს არავისზე არ ვიყო დამოკიდებული", - ასე უპასუხა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრაზე დასმულ კითხვას, რომელიც კალაძის „ბიზნეს ინტერესებსა და მის წილებს შეეხებოდა ენერგეტიკის სფეროში".


კახა კალაძის თქმით, ყველაფერი რაც მას გააჩნია ასახულია მის დეკლარაციაში და არანაირი ეჭვები არ არსებობს მის ფინანსებთან დაკავშირებით.


ყველაფერი რაც კი მე გამაჩნია, ასახულია დეკლარაციაში, რომლის შევსებაც ალბათ თითოეულ თქვენგანს მოუწევს. მე ვფიქრობ, არანაირი ეჭვები არ არსებობს ჩემს ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან მე წლების განმავლობაში, ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი. ჩემი ხელფასი წლიურად 6 მილიონს შეადგენდა და საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმისათვის, რომ ეს თანხები სწორად მიმემართა რათა არავისზე არ ვიყო დღეს დამოკიდებული", -განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

 

big_banner
არქივი