„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„დრო გვაჩვენებს, ამ წუთას არაფრის თქმა არ შეიძლება. სულ ერთი დღეა კაცმა პარტია დააფუძნა. იცით, რომ მას ბევრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელზეც ზოგადად პასუხები ადვილი არ არის, მაგრამ დრო გვაჩვენებს. შანსი ყველას აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, 29 მაისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ შექმნა და პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.