logo_geo
კახა კალაძე: უნდა მოვახერხოთ, დოლარში გამოტანილი კრედიტების ლარში გადაყვანა
- +

28 ნოემბერი. 2016. 17:08



„დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის ზუსტად დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ძალიან მძიმეა. გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი