logo_geo
პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებას, რომლითაც პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნება
- +

14 დეკემბერი. 2021. 20:24

 

 

ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატთა მიერ მომზადებულ პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატან ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი 86 ხმით დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით ექნება შესაძლებლობა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა  პირველი მოსმენით განხილვისას აღნიშნა, რომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ცვლილების განხორციელება.

 

 

big_banner
არქივი