logo_geo
ბექა ლილუაშვილი სენაკის შუალედურ არჩევნებზე: ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ გვსურს
- +

2 სექტემბერი. 2022. 20:02

 

 

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არ სურს გიორგი გახარიას პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მიღება. 

სენაკის ნაწილზე ჩვენ გვქონდა ჩვენი კონკრეტული პოზიცია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ როგორც გაკეთდა სენაკში არჩევნები, ეგ არის კანონდარღვევა. ფაქტობრივად, ეს არჩევნების მოპარვას ნიშნავს. შესაბამისად, ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს. ეს არის, მარტივად რომ შევაფასოთ“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

1-ელ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება. საპარლამენტო პარტიებიდან საკუთარი კანდიდატი სენაკის არჩევნებზე მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

 

 

big_banner
არქივი