logo_geo
ალბარეს ბუენო: რამდენიმე კვირის წინ ჩემს ქართველ კოლეგას გადავეცი ჩვენი გზავნილი, რომ მათი გზა ევროპულ ოჯახში უნდა დასრულდეს. ამ გზავნილს დღესაც გავიმეორებ
- +

12 დეკემბერი. 2022. 12:33

 

 

რამდენიმე კვირის წინ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მადრიდში ჩემს ქართველ კოლეგას. გადავეცი მას ჩვენი გზავნილი, რომ რა თქმა უნდა მათი ევროპული გზა ევროპულ ოჯახში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალბარეს ბუენომ ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ის ამ გზავნილს დღესაც გაიმეორებს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ახლა შეხვედრა, 6 თვე გვაშორებს ესპანეთის თავმჯდომარეობამდე ევროპულ საბჭოში. მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორებთან დიალოგი, რათა კარგად მოვემზადოთ მომავალი ნაბიჯებისთვის. ძალიან ნათელია, რომ ევროპულ ოჯახში ადგილია მათთვის“, - განაცხადა ბუენომ.

 

დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

 

 

 

big_banner
არქივი