logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები, ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა
- +

6 მარტი. 2023. 22:50

 

 

 

„საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება.

 

„როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა და მის კონტინენტთაშორის შემაერთებელი ხიდის ფუნქციას სძენდა აბრეშუმის გზა; საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა.

 

მოგვიანებით, ანტიკურ საფუძველზე,  ჩვენ ერთ-ერთი პირველნი ვამკვიდრებთ ქრისტიანობას, რომელიც თანამედროვე ევროპის უმთავრეს ღირებულებრივ საფუძველს წარმოადგენს; ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება”, - განაცხადა პრემიერმა.

 

big_banner
არქივი