logo_geo
შალვა პაპუაშვილი: დრო გავა, ომი დასრულდება და უკრაინელი ხალხი ამას შეაფასებს, იტყვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო და ქართველი ხალხი ამ ომში უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდამჭერი იყო
- +

20 ივლისი. 2023. 16:08

 

 

“სამწუხაროდ, უკრაინული ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკის ნაწილი”, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისადმი პატივისცემის გამო თავს იკავებს ზედმეტი კომენტარისგან.

 

ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს ფაქტობრივად უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ წამყვანი პირია, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში. გია ლორთქიფანიძე არის ერთ-ერთი მთავარი და დღეს ის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა. ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისა და ხალხისთვის, შეიფარეს, დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ ყველაფერს არ აქვს გავლენა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე უკრაინული სახელმწიფოს მიმართ.

 

სამწუხაროდ, უკრაინული ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს, იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს. დრო გავა, ეს ომი დასრულდება და უკრაინელი ხალხი ამას შეაფასებს და იტყვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო და ქართველი ხალხი ამ ომში გულწრფელი მხარდამჭერი იყო უკრაინელი ხალხისა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი