logo_geo
შალვა პაპუაშვილი: 2020 წლის არჩევნების შემდეგ ISFED-ის მიზანი იყო საზოგადოებაში ბრაზის გამოწვევა, უნდობლობის ატმოსფეროს შექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ რწმენის შერყევა - ზუსტად ის, რაც ითქვა ამერიკაში
- +

2 აგვისტო. 2023. 14:20

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაზეც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არის საუბარი, არის სრული დეჟავიუ იმისა, რაც ხდებოდა საქართველოში 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

 

პირველი - მტკიცების ტვირთი არის იმის მხარეს, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნებს ჰქონდა ხარვეზები. მეორე - როცა დადასტურდება, რომ ეს ხარვეზები არ არსებობდა, პასუხისმგებლობა არის იმის მხარეს, ვინც ამას ამტკიცებს. ვხედავთ, თუ რამდენად მძიმე არის ეს პასუხისმგებლობა აშშ-ში. ამ ყალბ კამპანიაში მთავარი იყო ISFED-ის, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაში ბრაზის გამოწვევა, უნდობლობის ატმოსფეროს შექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ რწმენის შერყევა - ზუსტად ის, რაც ითქვა ამერიკაში. ეს მიზნები ჰქონდა მაშინ საქართველოში ოპოზიციას და მის გვერდში მყოფ ზოგიერთ არასამთავრობოს. პასუხისმგებლობა მაშინ არავინ აიღო. პირიქით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სათანადოდ ბოდიშიც კი არ მოიხადა და კვლავ იღებს მილიონობით დაფინანსებას დონორებისგან. არც დონორებმა გამოთქვეს რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მეც მათთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც მაშინ იყვნენ ჩუმად. ისინიც ხვდებოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო სრული სიყალბე, მიუხედავად ამისა, ხმა არ ამოიღო არცერთმა ორგანიზაციამ. ყველა გაჩუმდა და ყველამ ამ სიჩუმით გაწირა ჩვენი ქვეყანა არეულობისთვის. რომ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაჟინებული მხილება - პირველი მხილების შემდეგ ჩვენ გვქონდა კრიტიკის ტალღა დონორებისგან, რომ არ ყოფილიყო შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაშინ ეს ასე ფასდებოდა - თუმცა ჩვენ არ მოვეშვით და საბოლოო ჯამში გავიტანეთ ჩვენი სიმართლე. რომ არა ეს ჩვენი დაჟინებული მცდელობები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი დონორების მხრიდან საქართველო გაწირული იყო არადემოკრატიული პროცესებისათვის“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

 

 

big_banner
არქივი