logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში
- +

23 სექტემბერი. 2023. 00:59

 

 

ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად უმჯობესდება სერვისების ხარისხი.

 

„ჩვენი ძალისხმევა ეხება განათლების ყველა საფეხურს. ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში. ამჟამად ჩვენი მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ სერვისების ხარისხს. განზრახული გვაქვს მაქსიმალური ზრუნვა ვუზრუნველყოთ ყველა მოქალაქისთვის.

 

ეს წარმატებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროგრესისა, რაც ჩემს ქვეყანას აქვს მიღწეული, მაგრამ ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ შესაძლებლობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი