logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ განმეორდეს
- +

28 სექტემბერი. 2023. 12:07

 

 

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მიტანა და იმის ახსნა, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დუბლინში დაგეგმილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის შესახებ განაცხადა.

 

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს ჩემთვის პირველი შესაძლებლობაა, რომ ასეთი სახის მაღალი დონის ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა კოლეგებს შევხვდეთ და ვისაუბროთ როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირის წევრები ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ვისთანაც საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

 

ორმხრივი შეხვედრების გარდა, თავად კონფერენციასაც რამდენიმე თემატიკა აქვს - გამოსვლა მექნება უკრაინის საკითხზე, ასევე დეზინფორმაციის პრობლემაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მიტანა და იმის ახსნა, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება ამავე დროს გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ, მათ შორის ფიზიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ თავისი ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ოჯახში. ეს ასევე გზავნილია რუსეთის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ ჯერზე ამ გადაწყვეტილებას ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს და, შესაბამისად, საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირისთვის თავისი არსით სტატუსი არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულად გაიაზრონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი