logo_geo
კახა კალაძე: ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს
- +

7 ოქტომბერი. 2023. 18:25

 

 

„ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ“, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

კალაძე ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

„ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ. ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს. მშვიდობა გქონდეთ“, – წერს კალაძე.

 

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და 740 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

 

 

big_banner
არქივი