logo_geo
კონგრესმენი ჯო ვილსონი: საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, გვინდა, ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ NATO-ს წევრად
- +

8 ოქტომბერი. 2023. 13:47

 

 

არაერთხელ ვწვევივარ საქართველოს, რომელიც შესანიშნავი ქვეყანაა და რომლის შესანიშნავი ხალხისთვის საუკეთესო გვსურს, გვინდა, რომ ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ NATO-ს წევრად და საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს სარგებელი, რომელიც ახლა რეალური გახდა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, – ამის შესახებ კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონმა საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა.

 

„ერთი რამ ცხადია, რომ NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა და ის არ არის საფრთხე არცერთი ერისთვის, არც რუსი ხალხისთვის. აი, მსოფლიო დამნაშავე პუტინი კი საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზაციისთვის. საქართველოში ჩემი ვიზიტი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან ნიჭიერი ხალხია, რომელსაც საუკეთესოს ვუსურვებთ.

 

სიახლე, რომ რუსეთი სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს აფხაზეთში, მიუღებელია. შავი ზღვა უნდა იყოს სტაბილურობის სივრცე, პროგრესი, რომელსაც რუმინეთმა და ბულგარეთმა მიაღწიეს, თურქეთის ფაქტორი. შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს შეიარაღებისგან თავისუფალი ადგილი, სადაც მსოფლიო კეთილდღეობისთვის იქმნება ბიზნესი. ყველაფერი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავამხნეოთ ქართველი ხალხი, მათი დამოუკიდებლობა და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“,- განაცხადა ჯო ვილსონმა.

 

 

big_banner
არქივი