logo_geo
ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში
- +

8 ოქტომბერი. 2023. 14:55

 

 

სამხრეთ კავკასიას მშვიდობა სჭირდება. ახლა არის ამის დრო. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანს. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს, ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

 

ალიევმა ასევე ისაუბრა აზრებაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივებზე და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე.

 

„დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებაც. მეორე ომმა, რომელიც ყარაბაღში მოხდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოიწვია და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო თუ ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორია წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო. დადგა დრო, რომ ეს შესაძლებლობა არ დავკარგოთ. ჩვენ ამ სიტუაციაში საქართველოს ჩართულობა გვჭირდება და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

 

big_banner
არქივი