logo_geo
ილია დარჩიაშვილი: ბატონმა ალიევმა ცალსახად ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად - თბილისი არის ადგილი, სადაც მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები შესაძლებელია, რომ განვითარდეს
- +

8 ოქტომბერი. 2023. 17:46

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით ინტერესები ძალიან მზარდია.

 

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებაზე. როგორც ცნობილია, ჩვენ ამ მიმართულებით პარტნიორები ვართ. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ხოლო მეორე გახლავთ შუა დერეფნის განვითარების საკითხი. რომელიც გლობალურია და ჩვენი რეგიონის მასშტაბებს სცილდება.

 

ამასთან, ცალსახად იყო გამოხატული, ხაზგასმით, პატივისცემა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რაც არის მთავარი საკითხია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში.

 

საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, რაც ჩვენი, ყველას საერთო ამოცანა და მიზანია. ჩვენ მოვისმინეთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ბატონმა ალიევმა, კიდევ ერთხელ, ცალსახად ხაზი გაუსვა საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. თბილისი არის ადგილი, სადაც მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები შესაძლებელია, რომ განვითარდეს. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ მზად ვართ, ჩვენი კონკრეტული წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი