logo_geo
ირაკლი ბერაია: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 17:55

 

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ფორმატში იქნა განხილული არაერთი ანგარიში და რეზოლუციის პროექტი, რომლებიც დაამტკიცეს კომიტეტებმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კოპენჰაგენში განაცხადა.

 

მისი თქმით, რეზოლუციაში მოხსენიებული საქართველოს მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა

 

„მოხსენიებული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, NATO-ში ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და მედეგობის განმტკიცების კუთხით ორ რეზოლუციაში, რაც მნიშვნელოვანია და იმის გამოვლინებაა, რომ საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში საქართველო იკავებს უმნიშვნელოვანეს ადგილს. რეზოლუციაში, რომელიც ასევე ეხებოდა ალიანსის თავდაცვას და შეკავებას, იყო შედარებით ზოგადი სხვა რეზოლუციებისგან განსხვავებით, ჩვენი დელეგაციის ინიციატივით იყო შეთავაზებული ცვლილება, სადაც იქნა შეთავაზებული ცვლილება, ვითხოვეთ დაკონკრეტება, NATO-ს ასპირანტი სახელმწიფოების თვალსაზრისით ყოფილიყო საქართველო დაკონკრეტებული და ასევე ყოფილიყო ხაზგასმული ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების, ისევე როგორც საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიმართ მხარდაჭერა. ვინც იყო ავტორი ამ რეზოლუციის, თურქეთის წარმომადგენელი, ჩვენი არგუმენტები და ჩვენი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას ასევე დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბერაიამ.

 

 

big_banner
არქივი