logo_geo
ირაკლი კობახიძე: საბოლოო ჯამში ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მისი პატრონების გათვლა არის არა არჩევნების შედეგებზე, არამედ იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები არჩევნების შემდეგ
- +

8 ოქტომბერი. 2023. 22:14

"მე რასაც ვუყურებ, საბოლოო ჯამში ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მისი პატრონების გათვლა არის არა არჩევნების შედეგებზე, არამედ იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები არჩევნების შემდეგ," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

მე მგონი მათ წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მორიგ ჯერზე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და თავიდან დაიწყება ის პროცესი, რომლის საფუძველზეც სცადეს რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. სწორედ ამის გამო ხდება ხელოვნურად ოპოზიციური სპექტრის დანაწევრება, რომ ისინი მოემზადონ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის.

 

 

თუმცა, ვერც ასე, ვერც ისე, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს სათანადო გამოცდილება“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი