logo_geo
ჰადას მეიცადი: არავინ უნდა იფიქროს, რომ ახლა არის კარგი დრო, იმისთვის რომ ახალი ფრონტი გაიხსნას ისრაელის წინააღმდეგ
- +

9 ოქტომბერი. 2023. 00:05

ღაზას სექტორში „ჰამასს“ პასუხს ვაგებინებთ. „ჰამასი“ არის აგრესიული ორგანიზაცია, რომელიც თითქმის 2 ათწლეულია დომინირებს ღაზას სექტორში, „ისლამური ჯიჰადის“ ნაწილია, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ჰადას მეიცადის თქმით, არავინ" უნდა იფიქროს, რომ ახლა არის კარგი დრო, იმისთვის რომ ახალი ფრონტი გაიხსნას ისრაელის წინააღმდეგ.

 

 

ჰამასს“ მხარს უჭერს ირანი, რომელიც უზიარებს ცოდნას, ყველანაირად ეხმარება. მაგალითად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს ახორციელებს „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ისინი ამართლებენ და ადიდებენ ასეთ შეტევას ადამიანების, ბავშვების წინააღმდეგ.

 

 

კითხვა ისმოდა „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებით. „ჰეზბოლა“ არის ძალიან მჭიდროდ შეკრული ირანთან. შეიძლება ითქვას, მისი მარიონეტია და თუ ფიქრობენ, რომ ახლაა დრო, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ, იმ შოკის გათვალისწინებით, რომელიც გვინდა გადავლახოთ, ჩვენ, ჩვენი უსაფრთხოების ძალები მაინც ძალიან ძლიერები ვართ. მზად ვართ მათ პასუხი ვაგებინოთ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ნათელი განცხადების შემდეგ, რაც ისრაელიდან იყო გაჟღერებული პრეზიდენტმა ბაიდენმაც ნათელი გზავნილი გააკეთა ისრაელის ბრძოლის ლეგიტიმურობაზე და არავინ უნდა იფიქროს, რომ ახლა არის კარგი დრო, იმისთვის რომ ახალი ფრონტი გაიხსნას ისრაელის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელჩმა.

big_banner
არქივი