logo_geo
გიორგი ჩაკვეტაძე სერგი კაპანაძის სტატიაზე: ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
- +

9 ოქტომბერი. 2023. 11:47

 

 

„ეს არის არასერიოზული განცხადება, ემსახურება იმას, რომ საბოტაჟი და ხელის შეშლა შემოვიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - ასე შეაფასა გიორგი ჩაკვეტაძემ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის სტატია.

 

„ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

 

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით EURACTIV-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

 

 

big_banner
არქივი