logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დააკავშირონ რეგლამენტში ცვლილების ინიციატივა და იმპიჩმენტის პროცედურა, არათუ ცდებიან, არამედ მარტივად აღმოაჩენენ, რომ ეს არ არის სწორი
- +

9 ოქტომბერი. 2023. 15:50

 

 

„მგონია, რომ ბოლო დროს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთთან დააკავშირონ რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილების ინიციატივა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, არათუ უბრალოდ ცდებიან, არამედ ოდნავ ჩახედვის შემთხვევაში, ძალიან მარტივად აღმოაჩენენ, რომ ეს არ არის სწორი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რეალურად საკითხი ძალიან მარტივად დგას.

 

„რეალურად, შეუძლებელია პროცედურული თვალსაზრისით ერთი მეორეს ელოდებოდეს, მოუსწროს ამ ცვლილებებმა ისეთ დროს, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება. ამიტომ, რეალურად არ ღირს ახლა აჟიოტაჟის ატეხვა ამ თემის ირგვლივ, როდესაც საამისოდ ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ცვლილება მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, უამრავი საკითხია. ეს უკვე რიგით პირველი საკითხი არ გახლავთ, რაც რეგლამენტში იგეგმება. ვმუშაობთ აპარატი და რამდენჯერმე იყო ასეთი ცვლილება, როდესაც ჩაითვალა, რომ გარკვეული საკითხები მოითხოვს ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით გაუმჯობესებას, ცალკეული რეგულაციები, ეს ასეც გაკეთდა.

 

რას შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ დღის წესრიგში დაისვა საკითხი, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით შემდგომ მართებულად ჩაითვალა, რომ უფრო ეფექტიანი იქნება ღია კენჭისყრის გზით მისი არჩევა. ამან გაამართლა. ამიტომ, რასაკვირველია, ინიციატორებს ექნებოდათ ეს მხედველობაში მიღებული და ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეიძლება ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ხელი შეუწყოს ყველაფერმა ამან ტრასპარენტულობას. ეს საკითხი თავისთავად არ არის ისე, რომ ან დახურულია ან ღიაა. აუცილებლად აპრიორი უკეთესია ერთი მეორეზე, ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, უკეთესია, იყოს ღია. ამას განხილვებიც წარმოაჩენს.

 

მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი, დაბრალება, თითქოს ხელისუფლებაში შიშია, გარიგებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ა.შ. ეს სინამდვილეში არის არა ხელისუფლების მიმართ საყვედური ან შიშების დათესვის მცდელობა, არამედ მარტივად დგას საკითხი, თვითონ ოპოზიციაში რეალურად ერთმანეთის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი უნდობლობა. როგორც ჩანს, ამის გადაფარვას ცდილობენ სხვაზე გადაბრალებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

რეგლამენტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.

 

 

big_banner
არქივი