logo_geo
ილია დარჩიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
- +

9 ოქტომბერი. 2023. 19:42

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.

big_banner
არქივი