logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს ფრთხილი, რა თქმა უნდა, პრინციპული ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, მაგრამ ფრთხილი
- +

10 ოქტომბერი. 2023. 09:59

 

 

ისრაელში განვითარებული მოვლენების და ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად საქართველოს როლზე  ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გურამ მაჭარაშვილმა. ამ რთულ ვითარებაში, მისი თქმით, მთავარია საქართველომ სიფრთხილე გამოიჩინოს.

 

„დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა იმ პოზიციის სისწორე, რასაც ერთი წლის წინ „ხალხის ძალამ“ დაუჭირა მხარი, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან  გამომდინარე, უნდა იყოს ფრთხილი,  რა თქმა უნდა პრინციპული ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, მაგრამ ფრთხილი. ეს პოლიტიკა ამართლებს, რადგან არაერთი ევროპული ქვეყანა იწყებს იმ ტერმინებით საუბარს, რასაც ჩვენ თავის დროზე გვიწუნებდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი და მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია.

 

ის მოვლენები, რაც ისრაელში ბოლო სამი დღეა ვითარდება, სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს  თავიანთი ახლობლები და მინდა ვუსურვო მშვიდობა ამ ქვეყანას. ამავდროულად, ვთქვათ რაოდენ გასაფრთხილებელია მშვიდობა, სიმშვიდე,  რაოდენ სწორადაა ასარჩევი როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკა, იმიტომ, რომ საქართველოში გვყავს მტრები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს, ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად.

 

ეს მოცემულობა, რაც მსოფლიოშია, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება პრინციპული, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა“, -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი