logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტარის მიცემული ხმა უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ნათლად წარმოსადეგი
- +

10 ოქტომბერი. 2023. 11:37

 

 

„პარლამენტარიზმისათვის დამახასიათებელია, რომ პარლამენტარის მიცემული ხმა ნებისმიერ საკითხზე, იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ნათლად წარმოსადეგი. სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენც. ერთადერთი რჩება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკონსტიტუციო ჩანაწერი და მას ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი, ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელთა განხორციელებაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება.

 

 

big_banner
არქივი