logo_geo
ლაშა ჟვანია: დღეს ისრაელის არმიას მთლიანად აქვს ხელში კონტროლი აღებული, მთელი ტერიტორია კონტროლდება ისრაელის სახელმწიფოს მიერ
- +

11 ოქტომბერი. 2023. 21:00

"დღეს ისრაელის არმიას მთლიანად აქვს ხელში კონტროლი აღებული. ისრაელის მთელი ტერიტორია კონტროლდება ისრაელის სახელმწიფოს მიერ. ერთადერთი რაც არის გასათვალისწინებელი, ის ელემენტარული ინსტრუქციებია რომელსაც ისრაელის არმიის ზურგის სამსახური იძლევა. ამას თუ შევასრულებთ მაშინ უსაფრთხოდ ვიქნებით," - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, 7 ოქტომბრიდან საელჩო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

„არზილაის კლინიკაში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან, სადაც ახლა საბრძოლო ვითარებაა, ყველაზე დიდი დაწოლაა დღეს მთელი ისრაელის მასშტაბით. აქ ჩვენი არნახული ქართველი ექიმები მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი გუშინწინ ჩამოვიდა სპეციალურად, რომ დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს თავის კოლეგებს აქ, დაბრუნდა საქართველოდან.

 

 

15 ათასზე მეტი ადამიანი რეგისტრირებულია, მაგრამ გვყავს ორმაგი მოქალაქეები და არიან ადამიანები, რომლებიც არსად არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ სჭირდებათ დახმარება. გასამგზავრებელ დოკუმენტებზე გვაქვს ძალიან დიდი მოწოლა, რასაც ძალიან მცირე დროში და უფასოდ ვაკეთებთ. თავისუფლდებიან ისინი ყოველგვარი საკონსულო მოსაკრებლისგან. ბევრი გამგზავრების მსურველია და მათ შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს. უფროსი შეიძლება გაჩერდეს რაღაც პერიოდი ამ გარემოში, მაგრამ პატარა ბავშვს ვერ აუხსნი, რომ როდესაც გაქვს საჰაერო განგაში აქ ყველაფერი კარგად იქნება და ამიტომ მშობლები ცდილობენ, რომ პატარა ბავშვებთან ერთად გავიდნენ“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

 

 

big_banner
არქივი