logo_geo
თეა წულუკიანი: მადლიერები ვართ ბატონი ორბანისა და მისი მთავრობის, რომელიც სრული შემადგენლობით გვესტუმრა და ამით ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 23:36

"მხოლოდ მადლიერები შეიძლება ვიყოთ ბატონი ორბანისა და მისი მთავრობისადმი, რომელიც სრული შემადგენლობით გვესტუმრა და ამით ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნგრეთი არის მნიშვნელოვანი ქვეყანა თავისი პოტენციალით, რესურსით და წონით ევროკავშირის სტრუქტურებში, არის ნატოს წევრი ქვეყანა და მათი მხარდაჭერა, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს ასეთი ლიდერი, ჩვენთვის ფასდაუდებლად მნიშვნელოვანია. მადლიერები ვართ და ამ პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ის ასევე მეგობრულად არის განწყობილი ჩვენი პრემიერ-მინისტრისადმი, რომელიც ასევე კეთილგანწყობილია და ამ ორ ადამიან შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და შინაარსიანს ხდის ამ პარტნიორობას“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი