logo_geo
თეა წულუკიანი: კონსერვატორიას ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან და ამ ხელშეწყობას ვერ იღებს, იმიტომ რომ ერთი, ან ორი ადამიანი საკუთარი, პირადი ინტერესით ხელმძღვანელობს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 00:37

"სამწუხაროდ კონსერვატორიაში აბსოლუტურად არასერიოზული რექტორი გვყავს, რომელსაც 21 ოქტომბერს გასდის უფლებამოსილების ვადა და სავარაუდოდ, მას შესაძლოა ჰქონდეს სურვილი რომ კიდევ 4 წლით (რისი უფლებას კანონით აქვს) გააგრძელოს რექტორობა, "- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ასეთი რექტორის პირობებში კონსერვატორია პირდაპირ მიდის კედელში, არავითარი განვითარება მის პირობებში კონსერვატორიას არ ექნება, იმისთვის რომ სტუდენტს, პროფესორის ჰქონდეს ის რაც სჭირდება, ამის ლოკომოტივად კონკრეტული ადამიანი არ გამოდგება. ის ხშირად მსაყვედურობდა, რომ ადრე არავინ უმოწმებდა მას როგორი ბრძანება გამოსცა, მესმის, რომ ეს მისთვის სიახლეა, მაგრამ ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ როდესაც შენ ხარ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონში წერია, რომ შენი ზედამხედველი არის სამინისტრო. შესაბამისად ჩემი ფუნქცია ზედამხედველის ფუნქციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკანონო აქტი მე შემიძლია გავაუქმო, რაც გავაკეთე კიდეც. შემდეგ მათ, აკადემიურ საბჭოს ჩემი მოადგილე შეხვდა და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომ ერთად გამოესწორებინათ ეს ბევრი ხარვეზი, რომ კონსერვატორია არ დაზიანდეს. აკადემიური საბჭოს ამ განწყობის მიუხედავად, ვვარაუდობ წარმომადგენლობითი საბჭოს ზურგს უკან რექტორმა მინისტრის ბრძანება გაასაჩივრა და სთხოვა მოსამართლეს მისი შეჩერება, რომ როგორმე იქნებ 21 ოქტომბრამდე მოასწროს და მისი პირადი ინტერესი გაიტანოს. სასამართლომ რა თქმა უნდა უარი უთხრა, რადგან ის ბრძანება, რომელიც მე გამოვეცი არის ათასჯერ ნაფიქრი და გაჭრილი ბრძანება. მათ უნდა ითანამშრომლონ, ეს გარდაუვალია. მინდა ყველამ გაიგოს თქვენი ეთერიდან, რომ თუ 21 ოქტომბრამდე აკადემიური საბჭო წარმომადგენლობითი საბჭოს ხელშეწყობით არ ითანამშრომლებენ სამინისტროსთან, კონსერვატორიის საუკეთესო ინტერესებით არ იხელმძღვანელებენ, ამით ძალიან დაზიანდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტი და სასწავლო პროცესი. ჩვენ კიდევ ორი წერილი გავაგზავნეთ და ლამის ვევედრებით, რომ დაბრძანდით ჩვენთან ერთად პარტნიორობის რეჟიმში ვიმუშაოთ. მათ ეს არ უნდათ, რადგან ეჭვი მაქვს, რომ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. საქმე გვაქვს იმასთან, რომ კონსერვატორიას ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან და ამ ხელშეწყობას ვერ იღებს, იმიტომ რომ ერთი ან ორი ადამიანი საკუთარი ინტერესით ხელმძღვანელობს“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი