logo_geo
სოზარ სუბარი: იყო უპრეცედენტო ზეწოლა ხელისუფლებაზე - „რას ჰქვია, ომში არ ერთვებით, თქვენ ის ჯარი აღარ გყავთ, რაც 2008-ში იყო, უკეთესი გყავთ, შეიარაღებასაც კიდევ მოგაწვდით, უნდა ჩაერთოთ, აბა, როგორ გინდათ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება“ და ა.შ. ეს დღემდე ა
- +

12 ოქტომბერი. 2023. 10:00

 

 

„გლობალური ომის პარტიის“ მიზნებთან შეწინააღმდეგება შეუძლია მხოლოდ ქვეყნის - ხალხისა და ხელისუფლების, ყველა ჯანსაღი ძალის ერთიანობას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ომი დაიწყოს, სწორედ ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება დღეს მთავარი გამოწვევაა.

 

„ისრაელის ომის ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობის შენარჩუნებას და რა ტრაგედიების მომსწრეები შეიძლება გავხდეთ, მისი შენარჩუნება თუ ვერ შევძელით. ეკონომიკის ჩამოქცევა, სახლებისა და ქალაქების ნგრევა ყველაზე მცირე უბედურებაა, იმ ადამიანური მსხვერპლისა და ტრაგედიების ფონზე, რასაც ვუყურებთ. ამის პარალელურად რადიკალები კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ და დაიწყეს განცხადებები, აბა, ვინ მოგვიწოდებს ომისკენო. ამ დროს განსაკუთრებით „ხალხის ძალას“ გადმოგვწვდებიან ხოლმე. ორიოდე დღის წინ ჩვენი გუნდის წევრმა, ძალიან კარგმა ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა არ დაიზარა, შეკრიბა და კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ყველა ის განცხადება და მოწოდება, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას ეხებოდა. ეს იყო როგორც ქართველი ენჯეოშნიკებისა და ოპოზიციონერებისგან, ასევე, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან თუ დასავლელი „დაუძინებელი მეგობრებისგან“. აქედანაც ნათლად ჩანდა, თუ რამხელა ძალა მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაეთრიათ. მაგრამ, მთავარი ეს არ არის; მთავარია ის, რაც არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს და მმართველ ძალასაც არ უარუყვია ეს - ის ზეწოლა, რაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მიმართ ხორციელდებოდა - „რას ჰქვია, ომში არ ერთვებით, თქვენ ის ჯარი აღარ გყავთ, რაც 2008-ში იყო, უკეთესი გყავთ, შეიარაღებასაც კიდევ მოგაწვდით, უნდა ჩაერთოთ, აბა, როგორ გინდათ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება“ და ა.შ. ეს დღემდე არ შეწყვეტილა.

 

აღარ დავასახელებ იმ კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს, რომელსაც ამ ყველაფერში დიდი წვლილი ჰქონდა. ბევრჯერ გვიხსენებია ჩვენს წერილებში და უკვე წავიდა საქართველოდან, თუმცა წასვლის წინ კიდევ დაგვიტოვა ერთი მავნებლობა, ნაღმი მომავალი არჩევნებისთვის, როდესაც თქვა, რომ ელექტრონული არჩევნები ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან გაყალბების დიდ საშიშროებას შეიცავსო. არადა, აქამდე თავად მოგვიწოდებდნენ ელექტრონული არჩევნებისკენ. სამწუხაროდ, ასეთი ამბები ხდება ჩვენს თავს. ამას უნდა გავუძლოთ და შევეწინააღმდეგოთ. ამის შეწინააღმდეგება შეუძლია მხოლოდ ქვეყნის - ხალხისა და ხელისუფლების, ყველა ჯანსაღი ძალის ერთიანობას. გასაგებია, რომ აგენტურის გამოკლებით, რადგან ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ როგორმე საქართველოში ომი დაიწყოს.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

big_banner
არქივი