logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ორბანზე: უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 15:46

 

 

უნგრეთში ვთქვი და აქაც მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს, უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს ტრადიციული ღირებულებების ერთგულება აერთიანებთ.

 

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში და ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის, რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში“, - აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი