logo_geo
ვიქტორ ორბანი: ჩვენ ორი ქვეყნის მთავრობების შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის სჯობს ომს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 16:10

 

 

ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც გააჩნია ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის სჯობს ომს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის. ვიხილავდით თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ასევე ვიხილავდით გლობალური უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ ორი ქვეყნის მთავრობების შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის სჯობს ომს. ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით. ეს არის უმთავრესი, განვითარებისთვის. მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან“, - აღნიშნა ორბანმა.

 

 

big_banner
არქივი