logo_geo
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირს სჭირდება ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს და იყვნენ კრეატიულები. თუ არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, დაკარგავს კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 16:18

 

 

“ევროკავშირს სჭირდება ისეთი ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს და იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, საბოლოოდ ფასს გადაიხდის იმით, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება. ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. მე მახსოვს, რომ ცენტრალური აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს, ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირში უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი 20 წლის, შეიძლება მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნების გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს ნიშNავს, რომ ევროკავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია. ისეთი ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს და იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის იმით, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი“, - აღნიშნა ორბანმა.

 

 

big_banner
არქივი