logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ხსნის კარს კასპიის აუზის ენერგომატარებლებისთვის, ამიტომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც როგორც ალტერნატიული წყარო განახლებადი ენერგიის მისაწოდებლად
- +

12 ოქტომბერი. 2023. 18:22

 

 

“საქართველო ხსნის კარს კასპიის აუზის ენერგომატარებლებისთვის, ამიტომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც როგორც ალტერნატიული წყარო განახლებადი ენერგიის მისაწოდებლად”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას „მწვანე დერეფნის პროექტის“ განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

 

სამხარაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი შესაძლოა, იქცეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ამჟამად კვლევა მიმდინარეობს და დიდი იმედი აქვთ, კვლევა წარმატებით დასრულდება, რის შემდეგაც კაბელის მშენებლობა დაიწყება.

 

ენერგეტიკული და ეკონომიკური ღირებულების გარდა, ამ პროექტს ასევე უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია. იგი კავკასიის რეგიონს რუმინეთს, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რადგან ამ პროექტში ჩართვისთვის სურვილი ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უკვე გამოთქვეს. ამდენად, ეს შეგვიძლია განვიხილოთ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პროექტად, რომელშიც ევროპის ინტერესი ნათლად იკვეთება, ასვე ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეზობლის, აზერბაიჯანის ინტერესი და ეს ყველაფერი კიდევ ერთი დამხმარე ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში უფრო მალე შედგეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ევროპული ენერგოსისტემის, ეკონომიკის მოდერნიზებას ვერ მოახდენენ, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე.

 

ამიტომაც, ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი - „მწვანე დერეფანი“ გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რაზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლების განმავლობაში, მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.

 

 

big_banner
არქივი