logo_geo
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ნიშნით წარმოადგინა პრეზიდენტმა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები საკონსტიტუციო სასამართლოში
- +

13 ოქტომბერი. 2023. 00:08

"ყველამ იცის, ერთ-ერთი მათგანი [მაია კოპალეიშვილი] „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერია უკვე ძალიან ბევრი წელია, რის გამოც ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის პროფესორის სტატუსი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი. რაც შეეხება მეორე წარმომადგენელს, იქაც მისი [თამარ ჩუგოშვილი] პოლიტიკური შეხედულებები არის ყველასთვის ცნობილი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით წარმოადგინა პრეზიდენტმა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები.

 

 

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიცნობ მაგალითად ადამიანს, რომელიც არის კომპეტენტური კონკრეტულად კონსტიტუციურ სამართალში. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კომპეტენტური და პროფესიონალი. როდესაც მას ერთ-ერთ წარმომადგენლადაც არ აგზავნი პროცესზე და აგზავნი ორ იურისტს, რომელთაგან არცერთი არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ერთი არის ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი, მეორეს აქვს ზოგადი პროფილის განათლება და გამოცდილება. ამას რომ აკეთებ, აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე არ გაქვს სამართლებრივი არგუმენტების იმედი და ცდილობ პროცესის პოლიტიზებას. სწორედ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეული ეს წარმომადგენლები. ყველამ იცის, ერთ-ერთი მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერია უკვე ძალიან ბევრი წელია, რის გამოც არაერთი ჯილდო აქვს მას მიღებული. მათ შორის პროფესორის სტატუსი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი. რაც შეეხება მეორე წარმომადგენელს, იქაც მისი პოლიტიკური შეხედულებები არის ყველასთვის ცნობილი. ანუ, პოლიტიკური ნიშნით წარმოადგინა პრეზიდენტმა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი