logo_geo
ირაკლი კობახიძე: როცა ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის, ეს დეგრადაციაზე მეტყველებს. თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია
- +

13 ოქტომბერი. 2023. 00:19

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტთან დაკავშირებით, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

 

კობახიძე აღნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია.

 

 

„სხვადასხვა ფლანგია, ერთ-ერთი ფლანგია, რომელმაც დღეს სააკაშვილის მავზოლეუმი გახსნა, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ უწოდა. როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ, ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის და ა.შ., ეს დეგრადაციაზე მეტყველებს და არ ვიცი ასეთი პროცესებით როგორ უნდა მიაღწიონ რაიმე შედეგს არჩევნებზე, ეს ბუნებრივია შეუძლებელია. რაც კარგია, ჩვენთვის ეს კარგია სუბიექტურად და რაც მთავარია, ქვეყნისთვის არის კარგი, რომ ასე ვითარდება ეს პროცესები. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება პროცესები არჩევნებამდე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, რომ ეს არასწორი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საბოლოო ჯამში დაკარგავს ბოლომდე თავის ნეგატიურ როლს, რომელსაც ასრულებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. მოკლედ, კარგი მიმართულებით მიდის ეს პროცესები“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი