logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ველი, რომ ჩვენი და აშშ-ის ახალი ელჩის ამოცანები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 10:09

 

 

ველი, რომ ჩვენი ამოცანები და სურვილები დაემთხვევა იმ ამოცანებსა და სურვილებს, რაც აშშ-ის ახალ ელჩს ექნება. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მინდა ასევე ვისურვო, რომ 3 წლისთავზე, როდესაც ის საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას დაასრულებს, ჩვენ ერთად ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში გვექნება“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში 2023 წლის 2 ოქტომბერს ჩამოვიდა. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მან საქართველოში კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობდა.

 

 

big_banner
არქივი