logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მხარდაჭერა 85%-მდე გაიზარდა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 13:22

 

 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მხარდაჭერა 85%-მდე გაიზარდა, მანამდე 75%-ზე ნაკლები იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

„რაც შეეხება ზოგადად, დამოკიდებულებებსა და განწყობებს საზოგადოებაში, მთავარია, საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდეს აღქმა, რომ დასავლეთს სურს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რისი საფუძველიც ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც კი საზოგადოებაში ჩამოყალიბდება ის აღქმა, რომ დასავლეთს სურს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მაშინვე გაიზრდება სხვაგვარი დამოკიდებულებებისა და ტენდენციების ხარისხი. ეს არის, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება კონკრეტულმა სუბიექტებმა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი