logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ხაბეიშვილის ვარჯიშს, ადგილზეც ივარჯიშა, დარბოდა კიდეც და ამ ეტაპზე შეინარჩუნა ფორმალური მმართველობა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 14:00

 

 

„ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობაში“ ჯერჯერობით დაუდგენელია, ფორმალური მმართველი ვინ არის.

 

„როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ხაბეიშვილის ვარჯიშს. ადგილზეც ივარჯიშა, დარბოდა კიდეც. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე შეინარჩუნა ფორმალური მმართველობა, თუმცა, ამ დროს ვაშაძემაც თქვა, ყველაზე მეტი მე მომხვდა პარლამენტშიო და მე რა შემრჩება „ნაცმოძრაობაშიო“? მას უთხრეს, რომ ერთ-ერთი მიმართულების ლიდერი იქნებოდა. ამ დროს არანაკლებ დარბის მელია. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ მასაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. როგორც ჩანს, ის ცალკე განშტოება იქნება ამ სექტის, ასევე, დეკანოიძე.

 

ბევრი მიმართულება აქვთ იმ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაშიც კი. მანდაც ვერ თანხმდებიან - აქ სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია თუ კვიპროსზე განცხრომაში მყოფი კეზერაშვილი, ჯერჯერობით დაუდგენელია „ნაცმოძრაობაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი