logo_geo
სოზარ სუბარი: ანზორ ქოქოლაძე ხშირად ამხელდა „თი ბი სი ბანკს“, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხაზარაძე მონაწილეობდა რეკეტსა და თაღლითური გზით ქონებების წართმევის საქმეებში
- +

15 ოქტომბერი. 2023. 21:46

 

 

ანზორ ქოქოლაძის საქმე შესაძლოა, ყველაზე ნათელი მაგალითია, რადგან ანზორი ხშირად ამხელდა „თიბისი ბანკს“, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხაზარაძე მონაწილეობდა რეკეტსა და თაღლითური გზით ქონებების წართმევის საქმეებში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირას მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

 

მან ბანკ „კონსტანტას“ აქტივების „თიბისი ბანკში“ გადატანის პროცესი გაიხსენა. ბანკ „კონსტანტას“ მაშინდელი ხელმძღვანელები სამართლიანობის აღდგენას ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ცდილობენ.

 

„კონსტანტას“ მეპატრონე ჯერ პროკურატურაში წაიყვანეს და შემდეგ უთხრეს, რომ მორჩა, საქმიდან გამოსავალი არ არსებობს; ღამე, როდესაც პრაქტიკულად ყველა ბანკი დაკეტილი იყო და იმ დროს არც ერთი არ უნდა მუშაობდეს, იმ დროს მიიყვანეს შენობაში, სადაც იმყოფებოდნენ ნოტარიუსი, ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები. იქ გააფორმეს თითქოს, სესხი აიღო, თუ არ ვცდები, 12,5მლნ ლარი და ეს თანხა ბიუჯეტში გადაარიცხვინეს. იმ დროს ჩატარდა ოპერაცია, როცა კანონით შეუძლებელია ოპერაცია განხორციელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეს ბრალი, წაიყვანეს სასამართლოში და მეორე დღეს სასამართლოში გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. ამ საქმეში ცხადად ჩანს ბანკის მონაწილეობა.

 

ანზორ ქოქოლაძის საქმე შესაძლოა, ყველაზე ნათელია კიდევ, რადგან იგი ხშირად ამხელდა „თიბისი ბანკს“, რომ ის მონაწილეობდა რეკეტსა და თაღლითური გზით ქონებების წართმევაში, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა სუბარმა.

 

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სასამართლოში ჩივის და უკმაყოფილოა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არსებული რეკეტის სქემებში ერთ-ერთ მონაწილედ ის დაასახელეს. ხაზარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული ხაზარაძის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.

 

რას ამბობენ ის ადამიანები, ვინც პირადი გამოცდილებით, უკვე წლებია ხაზარაძეს იმ სქემის ნაწილად აღიქვამენ, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ ბიზნეს არეკეტებდა, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.

 

 

big_banner
არქივი