logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება მისი პარტნიორების გზას გაუყენონ
- +

16 ოქტომბერი. 2023. 16:40

 

 

„ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებშიც დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და „მარჯვენა ხელები“ და ეს არის ერთ-ერთი ამის მორიგი მაგალითი. საინტერესოა რომ, ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა და გვაქვს ჩვენ  საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ რა თქმა უნდა „გლობალურ ომის  პარტიას“, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს“, - ასე უპასუხა  ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დუბაიში ალბანელი მულტიმილიონერის დაკავების და დავით კეზერაშვილის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

 

როგორც მან აღნიშნა, დავით კეზერაშვილს ყველაფერი ეპატიება, რადგან  მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს,  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს, შესაბამისად, ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „გლობალური ომის პარტიის“ ხელში.

 

„სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება, აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება: ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. ყველაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, აფინანსებს „ენჯეოებს“, მედია საშუალებებს. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა. ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, იხმარენ. როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება ისიც გაუყენონ მისი პარტნიორების გზას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი