logo_geo
მამუკა მდინარაძე: ძალიან საინტერესო იქნება ოპოზიციის არგუმენტები იმ ვერსიის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა
- +

16 ოქტომბერი. 2023. 20:41

"პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც ამ საკითხის კენჭისყრა იქნება, კი ბატონო ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში მაინც,' - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ თავიანთი არგუმენტები, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის, იმ რელევანტური და სწორი პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი და უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ, ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, მიიღონ მონაწილეობა განხილვაში. კი ბატონო, არ შემოვიდნენ, ერთმანეთს არ ენდობიან და ელემენტარული ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, ნუ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

big_banner
არქივი