logo_geo
მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს იურისტმა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია
- +

16 ოქტომბერი. 2023. 21:06

"ნიკა გვარამიას იმხელა და იმ დონის განათლება მაინც აქვს, რომ არა მისი ქვეცნობიერი, ეთქვა, რომ მოსამართლე იქიდან მხოლოდ სამია. როდესაც ის ამბობს, რომ სამი მოსამართლე გვყავს, ეს მის პოზიციას ჰყიდის," - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

 

 

„შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებითა და გვარებით ლაპარაკობდნენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებდნენ. ამ დრომდე რომ განსხვავებული პოზიცია არ არის, ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან მე, როგორც იურისტს ვერ წარმომიდგენია რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში. თუ ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, ისინი ეტყობა მათ სთხოვენ განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ თითქოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს იურისტმა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი