logo_geo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მმართველობის ფორმა არ აღიარა, არ აღიარა საქართველოს კონსტიტუცია და შეფუთული, ვითომ ევროპული მიზეზით კონსტიტუცია მაინც დაარღვია
- +

16 ოქტომბერი. 2023. 21:37

 

"პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მმართველობის ფორმა არ აღიარა, არ აღიარა საქართველოს კონსტიტუცია და შეფუთული, ვითომ ევროპული მიზეზით კონსტიტუცია მაინც დაარღვია," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

პრეზიდენტს აღარ აქვს ლეგიტიმაცია, არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი,და პრეზიდენტად იმიტომ რჩება, „ნაცები“ მას მხარს უჭერენ კონსტიტუციის დარღვევაში და მისი თანამონაწილეები ხდებიან. ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიუხედავად იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტის თანამზრახველი ხდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ყველა მხარს უჭერს.

big_banner
არქივი