logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ასეთი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის მოსამართლეებზე უსაფუძვლო თავდასხმა, პრეზიდენტს არ შეშვენის - თვითონ გადასარევად იცის, რომ მართალი ნამდვილად არ ყოფილა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 11:32

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასეთი განცხადება და საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის მოსამართლეებზე უსაფუძვლო თავდასხმა, პრეზიდენტს არ შეშვენის. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს „მცირედი პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავისადმი, საკუთარი ინსტიტუტისა და ქვეყნისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს“.

 

თვითონ პრეზიდენტმა გადასარევად იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართალი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ცოტა მეტი წინდახედულობაც მართებდა, როდესაც იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გვაიძულა. არაფერი მოულოდნელი ასეთ თავდასხმაში არ ყოფილა, იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ასეთი განცხადებების კეთება, რომელიც ზედმიწევნით პოლიტიკურია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა, რომ არ გადადგება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი